ბრიტანული ტელეარხი Channel 4 მომავალ თვეში პრინცესა დიანას შესახებ მორიგ დოკუმენტურ ფილმს გამოუშვებს, სადაც ლედი დი ოჯახურ პრობლემებსა და სამეფო ოჯახის წევრებთან დაძაბულ ურთიერთობებზე საუბრობს.
დიანასა და კენსინგტონის სასახლის მეტყველების მასწავლებლის, პიტერ სეტელენის დიალოგში ასევე მოისმენთ, რა რეაგირება ჰქონდა ელისაბედ მეორეს, როდესაც პრინცესამ წარუმატებელი ქორწინების შესახებ რჩევები ითხოვა.
დიანა ასევე სხვა მამაკაცისადმი „ძლიერ სიყვარულზე“ საუბრობს, რომელიც, როგორც მიიჩნევენ, მისი პირადი მცველი, ბარი მინაკი იყო.
ფილმის პრემიერა აგვისტოში, პრინცესას გარდაცვალებიდან 20 წლისთვისთვის არის დაგეგმილი. ცნობილია, რომ ტელეარხს უკვე მიმართეს დიანას მეგობრებმა, ზედმეტად პირადი ხასიათის მასალა ეთერში არ გაუშვან.