შერონ სტოუნი მთავარ როლს შეასრულებს პატრიკ ბრაისის კომედიაში „კორპორატიული ცხოვრელები“. „ძირითადი ინსტინქტის“ ვარსკვლავმა თავისი მონაწილეობის შესახებ უკვე დაადასტურა.
ფილმში, რომლის ჟანრი შავი კომედია იქნება, სტოუნი საკვები ჭურჭლის მწარმოებელი კომპანიის მეთაურს განასახიერებს. სიუჟეტის ცენტრში კორპორატიული მოგზაურობა მოხვდება, სადაც კატასტროფა ხდება: კორპორაციის თანამშრომლები ჩაკეტილები აღმოჩნდებიან გვირაბში, საიდანაც ნებისმიერ ფასად უწევთ გადარჩენა, მათ შორის კაბივალიზმით.
ფილმის გადაღებები მიმდინარე წლის ზაფხულში დაიწყება.