შერონ სტოუნი ნიუ-იორკში გამართულ საქველმოქმედო გალა-ღონისძიებას Red Dress Collection დაესწრო.
ამ დღეს 66 წლის მსახიობმა „დრეს-კოდი“ ბრწყინვალედ დაიცვა და ორი, ერთმანეთზე უკეთესი „ლუქი“ მოირგო.
ღონისძიებაზე მას Nicolas Jebran-ის ალისფერი კომბინეზონი ამშვენებდა, რომელსაც მან The Moirè-ს „კლატჩი“ და Roberto Cavalli-ის ფეხსაცმელი შეუხამა.
მოგვიანებით კი მან მიმდინარე წლის ყველაზე ტრენდული ფერის, ბურგუნდისფერი, კლასიკური კაბა მოირგო, რომელშიც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა.
66 წლის შერონ სთოუნი „ტონი ვარდის“ 3 ათასი ვარდით მოფენილ წითელ კაბაში


