LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შენ შეუდარებელი ხარ, შერონ! – 68 წლის შერონ სტოუნის ელეგანტური გამოჩენა „კანის კინოფესტივალზე“

135
page

„კანის 79-ე კინოფესტივალი“ აქტიურ ფაზაშია. ფესტივალის მეშვიდე დღეს ფილმის, Fjord-ის პრემიერა გაიმართა, რომელმაც წითელ ხალიჩაზე არაერთი ცნობილი სახე შეკრიბა. განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო შერონ სტოუნმა, რომელიც ელეგანტური და შთამბეჭდავი „ლუქით“ გამოჩნდა.

ეროტიკული თრილერების დედოფალი სკანდალურ სერიალში – შერონ სთოუნის პირველი კადრი „ეიფორიაში“

68 წლის მსახიობი ფოტოგრაფების წინაშე ბრენდის, Miss Sohee-ის მიერ შექმნილი, თვლებით გაწყობილი კაბით წარსდგა, რომელსაც ყვავილების აპლიკაცია ამშვენებდა. მის დახვეწილ იმიჯს ამავე სტილში შესრულებული მოსასხამი, გრძელი ხელთათმანები, ბრჭყვიალა „კლატჩი“ და ძვირფასი ბრილიანტის სამკაულები ასრულებდა.

შერონ სტოუნის გამოჩენა საღამოს ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მოდურ მოვლენად იქცა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა ის ფაქტი, რომ მსახიობი წლების მიუხედავად კვლავ ინარჩუნებს ჰოლივუდური გლამურის სიმბოლოს სტატუსს.

67 წლის შერონ სტოუნის თვალწარმტაცი ფოტოები

შერონ სტოუნი მოდურ ღონისძიებას შარვალ-კოსტიუმითა და ბეწვის ქურთუკით დაესწრო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები