LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

66 წლის შერონ სთოუნი „ტონი ვარდის“ 3 ათასი ვარდით მოფენილ წითელ კაბაში

187
66 წლის შერონ სთოუნი „ტონი ვარდის“ 3 ათასი ვარდით მოფენილ წითელ კაბაში

შერონ სთოუნმა ნამდვილი ფურორი მოახდინა ტორინის კინოფესტივალზე. 66 წლის ლამაზმანი ფანტასტიკურად გამოიყურებოდა „ტონი ვარდის“ ულამაზესი თვლებით მორთულ წითელ კაბაში, რომელსაც გრძელი შლეიფი ასრულებდა, რომელიც თავის მხრივ, აბრეშუმის 3 ათასი ყვავილით იყო მოფენილი. ვინტაჟური კაბა წითელი და თეთრი ფერის სინთეზში, ბზინავდა შერონის სხეულზე.

თავად ანსამბლს ვარსკვლავმა მკვეთრი მაკიაჟი და მინიმალური სამკაული შეუხამა. შერონ სთოუნს კინოფესტივალზე საპატიო პრიზი გადაეცა კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. მისი გამოსვლისას სცენაზე, მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ცნობილი ფილმები გაიხსენეს.

„შეხედეთ მის წელს“ – 65 წლის შერონ სტოუნმა წელზე მოოქრული კაბით გაიბრწყინა

თეთრი პიჯაკი შიშველ სხეულზე და „სკიაპარელის“ ყელსაბამი – 65 წლის შერონ სტოუნი ELLE-ს გარეკანს ამშვენებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები