LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ წელს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება

transporti

ახალი წლის ღამეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოდ იმოძრავებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უფასოდ იმუშავებს, როგორც მეტრო, ასევე ავტობუსები და „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო.

აღსანიშნავია ისიც, რომ 31 დეკემბერს უფასოდ მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტი სტანდარტულზე გვიან დაასრულებს მოძრაობას.

„ამ რეჟიმში მეტროპოლიტენი და ავტობუსები იმუშავებს 31 დეკემბრის 23:00 საათიდან პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ხოლო საბაგირო – 03:00 საათამდე.

დედაქალაქში 74 მარშრუტზე 156 ერთეულამდე ავტობუსი ძირითადად, 30-წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. ისინი მგზავრებს სადღესასწაულო ღონისძიების ადგილამდე – პირველი რესპუბლიკის მოედნამდე, ასევე, მეტროსადგურებამდე და ცენტრალურ სატრანსპორტო კვანძებამდე გადაიყვანენ.

მეტროპოლიტენი მგზავრებს შობის ღამესაც გახანგრძლივებული გრაფიკითა და უფასოდ მოემსახურება: იგი 6 იანვრის 24:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე იმუშავებს,” – განაცხადა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g