LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ წელს უხდება ელიტური შოკოლადი – გაიგეთ, რა ტკბილეულს გთავაზობთ „სერა“

434
collage-3-e1544528177264

წინა საახალწლო მზადება, ალბათ, ყველა ოჯახში უკვე დაწყებულია და სადღესასწაულო სუფრის გალამაზებაზე ფიქრიც, სავარაუდოდ, ბევრმა თქვენგანმა დაიწყო. ის, რომ ტკბილეულზე მეტად ახალ წელს არაფერი უხდება, დაუწერელი კანონია. თუ ეს ტკბილეული ელიტურ შოკოლადებს მოიცავს, მითუმეტეს გემრიელი საახალწლო საღამო გელით წინ…

მოკლედ, თქვენი საახალწლო სუფრის დატკბობაზე შპს „სერა” იზრუნებს, რომელიც თითქმის 11 წელია ქართულ ბაზარზე საქმიანობს და მოხმარებელს  შოკოლადისა და საკონდიტრო მასალების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს. კომპანია გახლავთ „პურატოსის“ და „ელიტის“ ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

„პურატოსი” ცნობილი ბელგიური საკონდიტრო ნედლეულის მწარმოებელია, ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა, რომელსაც გააჩნია წვდომა მრავალ წამყვან ქვეყანაში.  მისი საწარმო ბელგიასთან, ბულგარეთთან, უკრაინასთან, რუსეთთან ერთად, მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. პროდუქციის მიწოდება კი ხორციელდება  100-ზე მეტ ქვეყანაში. მისი პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია და მიცავს: მარგარინს, თხევად კრემს, ცივ ჟელეს, ბისკვიტის ფქვილს, გამაფხვიერებელს და გამამდიდრებელ მიქსებს, თერმოსტაბილურ კრემს, მზა კრემის ფხვნილს, ფურ-ფუნთუშეულის გამაუმჯობესებელს და სხვა.

როგორც შ.პ.ს. „სერაში“ აცხადებენ, მათი კომპანია მომხმარებელს აძლებს შესაძლებლობას, სამზარეულოსა და ქარხნებში ნამდვილი ბელგიური პროდუქცია გამოიყენონ.

რაც შეეხება „ელიტის” მარკას, ის დაარსდა 1924 წელს თურქეთის რესპუბლიკაში და თითქმის საუკონოვანი ისტორიის მატარებელი კომანიაა. „ელიტი” აწარმოებს სხვადასხვა ასორტიმენტის სასაჩუქრე შოკოლადებს, როგორიცაა: შოკოლადის ტრუფელი, შოკოლადის კოვზები, შოკოლადის ქოლგა, რძიანი შოკოლადის დრაჟეები (ფორთოხალი, ყურძენი, ნუში, თხილი…), ზღვის კენჭები,  შოკოლადის კვერცხები, შოკოლადის ასორტ-მიქსები. აღნიშული პროდუქცია ხელმასწვდომია საქართველოს თითქმის  ყველა სუპერმარკეტში.

რაც შეეხება უშუალოდ შპს „სერას” თანამშრომლებს, აღსანიშნავია, რომ „სერას” გუნდი დაკომფლექტებულია ახალგაზრდა კადრებით, რომლებიც ცდილობენ  წვლილი შეიტანონ კომპანიის განვითარებასა და მოსახლეობის ნდობის მოპოვებაში.

კომპანიის ოფისი მდებარეობს თბილისში, სანზონაში თორნიკე ერისთავის ქ. N5

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g