LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალ წელს ვიყოთ მოკრძალებულები, არ ვიაროთ ერთმანეთთან: გამყრელიძე

65
გამყრელიძე

„მთავარი მიღწევა გვაქვს ის, რომ შემთხვევების მატება უკვე აღარ ფიქსირდება. გარკვეულად დასტაბილურდა ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა და არის შემცირების ტენდენცია, მაგრამ არა ძალიან მნიშვნელოვანი.” – საკოორდინაციო საბჭოს წევრების ბრიფინგზე, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ისაუბრა, საზოგადოებას მოუწოდა, არ შეიქმნას ვირუსის დამარცხების ილუზია და ახსოვდეს გაცემული რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობა.

მან კიდევ ერთხელ მიმართა საზოგადოებას – “წლევანდელი ახალი წელი ვიყოთ ძალიან მოკრძალებულნი, არ ვიაროთ ბევრი იგივე მაღაზიებში, რომ გაიხსნება. არ ვიაროთ ბევრი ერთმანეთთან, წლევანდელი ახალი წელი იყოს სრულად მოკრძალებული, რომ ჩვენ, მაქსიმალურად, იანვრის განმავლობაში, რამდენადაც შეგვეძლება, შევამციროთ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში.” – თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია შემთხვევების კლების ტენდენციის შენარჩუნება, რათა ჯანდაცვის სექტორს არ ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და გადაღლილმა სამედიცინო პერსონალმაც შეძლოს მუშაობა:

“ჯანდაცვის სისტემაზე ზეწოლა ცოტა შემცირდა. აღარაა ძალიან დიდი სტრესი ჯანდაცვის სისტემის, მაგრამ ჩემი კოლეგები, ექიმები გადაღლილები არიან და ახალი ტალღა სამართავად რთული იქნება. ამიტომ მოსახლეობას ვთხოვ, ვიყოთ ფრთხილები. გავითავისოთ, რომ მსოფლიოში და საქართველოში სერიოზულ გამოწვევასთან გვაქვს საქმე;” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

magti 5g