ახალ ზელანდიაში მომხდარ ტერაქტზე კომენტარის გაკეთების შემდეგ ავსტრალიელ სენატორს კვერცხები ესროლეს. ქალაქ კრაისტჩერჩში მომხდარი თავდასხმის შემდეგ ფრეიზერ ენინგმა განაცხადა, რომ ტერაქტი ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო პოლიტიკის გამო მოხდა. მისივე განმარტებით, ფანატიკოს მუსლიმებს ახალ ზელანდიაში ჩასვლა და ცხოვრება თავისულად შეუძლიათ.
ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ადგილზე მყოფმა ჟურნალისტებმა „ტვიტერის“ საშუალებით გაავრცელეს.
კადრებში ჩანს, რომ ჟურნალისტთან საუბრის დროს მოზარდმა პოლიტიკოსს კვერცხი ესროლა, რის შემდეგაც მათ შორის დაპირისპირება დაიწყო.
https://twitter.com/briantylercohen/status/1106817101451259905?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1106817101451259905&ref_url=https%3A%2F%2F1tv.ge%2Fnews%2Fakhal-zelandiashi-momkhdar-teraqtze-komentaris-gaketebis-shemdeg-avstraliel-senators-kverckhebi-esroles-video%2F
ამასთან, ავსტრალიელი სენატორის პარლამენტიდან გაძევების მოთხოვნით ინტერნეტში ონლაინპეტიციაც შედგა, რომელსაც 24 საათის განმავლობაში 265 000-მა ადამიანმა მოაწერა ხელი.