LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე გზას აკეთებენ (ფოტო)

121
58622711_2574706209270131_3722713258004578304_o111

ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დაგეგემილია არსებული დაზიანებული გზის სრული რეაბილიტაცია. გაფართოვდება არსებული გზის სიგანე, შეკეთდება სამი რკინა-ბეტონის ხიდი და წყალგამტარი მილები. მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და ადგილობრივ გზებთან მიერთებები. ასევე, გათვალისწინებულია საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა და გზის სავალი ნაწილის მონიშვნა.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი გადის სოფლებს გორელოვკას, ჟდანოვს და მთავრდება საქართველო-სომხეთის საზღვართან.

რეაბილიტაციის შემდეგ, ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად იქნება შესაძლებელი.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, დღეის მდგომარეობით სამუშაოები  10 პროექტზე მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში განხორციელდება 41.1კმ გზისა და 4 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია. აღნიშნული პროექტების ჯამური ღირებულება 32 852 300 ლარს შეადგენს.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2019 წელს კიდევ 7 პროექტის დაწყება არის დაგეგმილი.

 

magti 5g