LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალდაბაში, სატელევიზო ანძის მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს

196
saswrafopolicia

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახალდაბაში მდებარე სატელევიზო ანძის მიმდებარედ მამაკაცის ცხედარი იპოვეს. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ანძის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელია.

ცხედარს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს გორის განყოფილებაში უტარდება ექსპერტიზა. არსებული ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით ჭრილობები და მსგავსი სახის დაზიანებები ცხედარს არ აღენიშნება.

მომხდარ ფაქტზე შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g