LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა” – თამარ ტალიაშვილი ბერას ინტერვიუზე

163
BeFunky-collage (14)

“ქართული ოცნების” დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი “იმედის” ეთერში გასულ ბერას ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც ის წერს, ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა-ამის თვალსაჩინო მაგალითი კი, სწორედ ბერა ივანიშვილის ინტერვიუა.

“ერთს ვიტყვი დღევანდელ ინტერვიუსთან დაკავშირებით – ბევრი წუხს, ახალი ტექნოლოგიები ახალგაზრდებში ადამიანურ გრძნობებს აუხეშებს, ემოციურ ინტელექტს აქვეითებსო. ნახეთ ეს ინტერვიუ და დარწმუნდებით, რომ ახალგაზრდებს HighTech ერაშიც შეუძლიათ შეინარჩუნონ უშუალობა, გულწრფელობა, ადამიანურობა, მიუხედავად უზარმაზარი წნეხისა და პროვოკაციებისა.
და მაინც კვლავ გაგვახსენდა რეპრესიული, შფოთით სავსე წარსული. ის ვინც საკუთარ საუკეთესო მიღწევებსა და წარმატების ზენიტს რეჟიმის 9 წელიწადს უკავშირებს, ბუნებრივია, ცნობიერად თუ ქვეცნობიერად იმ წარსულის პრიზმიდან მსჯელობს, მოქმედებს და გეგმავს პოლიტიკურ სვლებს. ასეთ გარემოცვაში წარსულის შლეიფი გრძელი, მძიმე და შემაფერხებელია… ხალხს კი ევროპისკენ სვლა ჩქარი ნაბიჯებით სურს…”-წერს თამარ ტალიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები