უეფას შტაბბინაში 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მესამე ჯგუფში მოხვდა და დანიასთან, პოლონეთთან, ფინეთთან, ლიტვასა და ფარერებთან ერთად.
ჯგუფის გამარჯვებულები პირდაპირ გაინაღდებენ ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურს, ხოლო 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი პლეი-ოფში დამატებით ორ საგზურს გაითამაშებენ.
შესარჩევი ციკლი 2017 წლის მარტიდან დაიწყება.