LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავიაკომპანია თბილისის აეროპორტში – რა სიხშირით იფრენს SunExpress თურქეთში 

131
sunexpress (2)

საქართველოში თურქულ-გერმანულმა ავიაკომპანია SunExpress-მა დაიწყო ოპერირება.

TAV Georgia-ს ინფორმაციით, ავიაკომპანია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში – ანტალიიდან, ანკარადან და იზმირიდან იფრენს.

პირველი რეისი ავიაკომპანიამ თბილისის მიმართულებით ანტალიიდან შეასრულა, რომლითაც 135 მგზავრი ჩამოფრინდა. ხოლო თბილისიდან ანტალიის მიმართულებით, SunExpress-ის პირველი რეისით 156 ადამიანი გაემგზავრა.

ავიაკომპანია ანტალია-თბილისის მიმართულებით კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათს და კვირას იფრენს.

იზმირი-თბილისის საჰაერო ხაზზე ოპერირებას SunExpress 2 ივნისიდან, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს გეგმავს, ხოლო თურქეთისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის რეგულარულ რეისებს 4 ივნისიდან, კვირაში ერთხელ, ორშაბათობით შეასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები