LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი გაიზარდა

151
მგზავრთნაკადი

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანიის TAV Georgia-ს ცნობით, 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 278 328 მგზავრს მოემსახურა, რაც 31%-ით მეტია 2023 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, აქ მგზავრთნაკადი 34%-იან ზრდას აჩვენებს, კერძოდ, მიმდინარე წლის 4 თვეში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 162 602 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის 4 თვეში კი 121 237 მგზავრს.

magti 5g