LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Oneclick Airways-მა ბათუმის მიმართულებით პირველი ფრენა შეასრულა

111
Oneclick Airways

ავიაკომპანიამ Oneclick Airways ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში პირველი ფრენა შეასრულა – რეისი, Boeing 737 ტიპის საჰაერო ხომალდით, თელ-ავივიდან ბათუმის მიმართულებით განხორციელდა.

პირველ ფრენასთან დაკავშირებით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სიმბოლური ღონისძიება გაიმართა.

Oneclick Airways ბათუმიდან თელ-ავივის მიმართულებით კვირაში ორჯერ – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას იფრენს, მომდევნო კვირიდან კი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდანაც.

OneClick Airways პირველი ქართული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა, რომელმაც ოპერირება 2025 წლის 25 ოქტომბერს დაიწყო და მას შემდეგ არაერთი ჩარტერული რეისი შეასრულა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g