25 ივნისიდან თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.
აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00 საათზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30 საათზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.
