ფრანგული საავიაციო ჯგუფის Groupe ADP-ის წევრი კომპანიის TAV Airports-ის შვილობილი „ტავ ჯორჯია“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტ ინვესტიციას განახორციელებს.

პროექტის ფარგლებში:
- აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე მოიმატებს;
- მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა 10-მდე გაიზრდება;
- მოეწყობა 7 ახალი დისტანციური სადგომი;
- დაემატება ახალი სარეგისტრაციო დახლები და საბარგო ლენტები;
- გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა;
- განახლდება სამგზავრო სივრცეები და მოეწყობა ახალი სავაჭრო, კვებისა და ბიზნეს ლაუნჯის სივრცეები;
- გაიზრდება ავტოსადგომის ტევადობა.

პროექტი ხელს შეუწყობს ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების მოზიდვას, საერთაშორისო რეისების ზრდას, ეკონომიკურ განვითარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის, პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას.
