LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ბარათი, რომლის მფლობელებიც ქართულ პროდუქტებს უფასოდ მიიღებენ

167

საპრეზიდენტო კამპანია „მოითხოვე ქართულის“ ფარგლებში ახალი ბარათი შეიქმნა, რომელიც უნიქარდ ბარათის ანალოგია.

დაგროვებითი ბარათი დამატებითი სარგებელით და განსხვავებული დიზაინით, ქართული პროდუქციის წახალისების მიზნით შეიქმნა. მასზე უნიქარდის ქულებთან ერთად, „ქართულების“ დაგროვებაა შესაძლებელი.

„ქართულები“ მხოლოდ ქართული პროდუქციის შეძენისას, განსაზღვრულ სუპერმარკეტებში გროვდება. ბარათი იმ მაღაზიებში იმოქმედებს, სადაც უნიქარდი მოქმედებს.

პროექტის ფარგლებში ყოველთვიურად გამოვლინდებიან და  დაჯილდოვდებიან აქტიური მომხმარებლები, რომლებმაც ყველაზე მეტი „ქართულები“ დააგროვეს. 

გარდა ამისა, დაგროვილი ქულებით – ე.წ. ქართულებით, თქვენ ქართული პროდუქციის მიღებას შეძლებთ.

აქცია მომავალი კვირიდან დაიწყება. ბარათი უფასოა და მისი მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

დაგროვებითი ბარათი პრეზიდენტმა დღეს, დეპუტატებს დაურიგა.

mazda magti 5g