LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოკუმენტში წერია, რომ ორივე პოლიტპატიმრის საქმე უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში: გიორგი ვაშაძე

195
vashadze

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის ინფორმაციით, შარლ მიშელის წარმოდგენილ დღევანდელ დოკუმენტში პირდაპირ წერია, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების საქმე მოკლე ვადაში უნდა გადაწყდეს.

“ეს არის საბოლოო დოკუმენტი, ჩემი აზრით ბევრი რამ მინდოდა კიდევ ყოფილიყო მასში, მაგრამ ეს არის დოკუმენტი, რომლის შინაარსიც მისაღები უნდა იყოს ყველა მხარისთვის. პირველ პუნქტში პირდაპირ წერია, რომ ორივე პოლიტპატიმრის საქმე უნდა გადაწყდეს მოკლე ვადაში”,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

დოკუმენტში, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას გადასცა წერია:

„საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვისა და ამ შეთანხმების შესრულებისთვის, ხელისმომწერები მზადყოფნას გამოხატავენ, რომ ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი კვირის ვადაში მიმართავენ პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებს, ამნისტიის ან/და იმგვარი ნაბიჯების გადადგმით, რომელიც იმავე შედეგს გამოიღებს“, – ნათქვამია მედიატორ მიშელის წინადადებათა ახალ პაკეტში.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს დამატებით წინადადებებს სთავაზობს. შარლ მიშელის მიერ პოლიტიკური მხარეებისთვის შეთავაზებული დოკუმენტი 5 პუნქტიანია. დოკუმენტი ხელისუფლებას და ოპოზიციას დღეს გადაეცა.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g