LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც პარლამენტში არ შევიდა, თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, შედით: მარინა კალიურანდი

56
marina-kaljurand

პარლამენტს გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა „ევოაქტივის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაზე განაცხადა.

მან 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეთანხმება არა მხოლოდ ფორმალურად უნდა შესრულდეს, არამედ არსებითადაც.

„მოხარული ვარ იმ შეთანხმებით, რომლის მიღწევაც შარლ მიშელის მედიაციის ინიციატივის დამსახურებით მოხერხდა. განსაკუთრებით შეუფასებელი სამუშაო შეასრულა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა, აშშ-ის ელჩთან ერთად. მაგრამ ევროკავშირი ყოველთვის ვერ მოაგვარებს ყველა პოლიტიკურ კრიზისს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყანაში. თქვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, პოლიტიკოსებმა, ერმა უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, რომ მსგავსი სიტუაცია არ განმეორდეს.

მიხარია, რომ თითქმის ყველა ოპოზიციონერი წევრი შევიდა პარლამენტში და გულწრფელად გითხრათ, ვერაფრით ვუგებ მათ, ვინც ეს არ გააკეთა, ვინაიდან პარლამენტის გარეთ ჯდომა, დისკუსიებზე არ დასწრება ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. თუ რომელიმე ოპოზიციონერი გვისმენს, ძალიან გთხოვთ, გააკეთეთ ეს, შედით პარლამენტში და შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ჩვენი, ევროპარლამენტის იმედი გქონდეთ, იმისთვის, რომ დაბალანსებულად და ღიად ისაუბროთ იმ რეფორმებზე, რომლებიც გასატარებელია. ეს რეფორმები არის საკონსტიტუციო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა და ყველა კითხვა, რომელიც უკავშირდება პანდემიას. ეს კითხვები თქვენი პარლამენტის მაგიდაზეა და უნდა მოგვარდეს მმართველ პარტიასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად. მიღწეული შეთანხმება უნდა შესრულდეს როგორც ფორმალურად, ისე არსებითად. თქვენ ემზადებით ადგილობრივი არჩევნებისთვის. ახლა ძალიან იოლია პოლიტიკურ კონფრონტაციაში დაბრუნება, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებამდე გულწრფელი კამპანიით წასვლაა, რომელიც პატივს სცემს სხვა პოლიტიკურ პარტიებს“. – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები