თუკი რომელიმე უცხო ენას სწავლობთ და ამ პროცესის დაჩქარება გსურთ, მაშინ გერმანელი მეცნიერების ახალი კვლევა ძალიან დაგეხმარებათ. ახალი კვლევის შესახებ businessinsider წერს.
აღმოჩნდა, რომ ადამიანის ტვინს ორ ენას შორის კავშირის დამყარება ძილის პროცესშიც კი შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განათლების მიღება ღრმა ძილშიც უპრობლემოდაა შესაძლებელი.
მართალია, ძილში მუშაობა ან საკვების მომზადება არ შეგვიძლია, თუმცა ტვინი მაინც საკმარისზე მეტად აქტიურია. ინფორმაციის გადამუშავების პროცესი არ წყდება და ახალი უნარების შესწავლაც ნამდვილად რეალურია.
ამას ადასტურებს ექსპერიმენტი, რომელშიც გერმანელი მოხალისეები მონაწილეობდნენ. მათ ძილში ყურსასმენი ეკეთათ და უცხო ენაზე სხვადასხვა სიტყვებს ისმენდნენ. ამასთან, უცხო სიტყვებს თან გერმანული თარგმანიც ახლდა, რაც აზრის გაგებას აადვილებდა. შედეგად კი ცდისპირებმა ახალი ენის ათვისება გარკვეულ დონეზე მაინც შეძლეს.
კვლევამ დაადასტურა, რომ ძილი ეს არ არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სამყაროს წყდება და პირიქით, ახალი ინფორმაციის მიღება დასვენების დროსაც შესაძლებელია.
