LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინფიცირებულებიდან 1 მედპერსონალია – მარინა ეზუგბაია

95
Capture

“ყველა ახალი ინფიცირებული პაციენტის წყარო ცნობილია”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, 19 ინფიცირებულიდან 17 ბოლნისიდანაა.

“24 საათში 19 ახალი ინფიცირებული შემოგვემატა, გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი. ყველა ახალი ინფიცირებულის წყარო ცნობილია, 17 მათგანი არის ბოლნისიდან სოფელ გეტადან და მუშევანიდან, 1 მედპერსონალია, ხოლო 1 საკარანტინე სივრციდანაა. ამ ეტაპზე გვყავს 38 ინფიცირებული პაციენტი.

ჩვენთან ახალი სამი პაციენტია შემოყვანილი ბოლნისიდან. ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომარეობა პირველადი შეფასებით არ არის საშუალოზე მძიმე, თუმცა ჩავატარებთ გაფართოებულ კვლევებს და ზუსტად შეფასდება ამ პაციენტების მდგომარეობის სიმძიმე”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ კლინიკაში ამ ეტაპზე ერთი კრიტიკული პაციენტი რჩება, რომლის მდგომარეობა შედარებით დასტაბილურდა, უახლეს მომავალში კი რამდენიმე ადამიანის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g