LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინფიცირებულებიდან 6 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია – მარინა ეზუგბაია

93
Capture

“მთლიანობაში სხვადასხვა კლინიკებში 107 პაციენტი მკურნალობს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 23 პაციენტის მდგომარეობა თანდათანობით უმჯობესდება.

“ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში 107 პაციენტი მკურნალობს. 8 ახალი შემთხვევიდან 1 არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, დანარჩენი 7 არის შემოტანილი შემთხვევა. ამ 7-დან 6 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და 1 გახლავთ ჩვეულებრივი მოქალაქე. ჩვენს ცენტრში 4 ახალი პაციენტი მოთავსდა, გაეწერა – 3 და დღეს გვყავს 23 დადასტურებული შემთხვევა.
რუტინული კვლევებით, პაციენტების მდგომარეობა არ არის მძიმე, არიან საშუალო სიმძიმის პაციენტები. ჩვენი პაციენტების ზოგადი მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის და თანდათანობით მათი მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება”, – აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელებულთა რაონოდება კი 23-ით გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g