LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინფიცირებულებიდან სამი სხვა ქვეყნის მოქალაქე სატვირთო ავტომობილის მძღოლია – მარინა ეზუგბაია

155
Capture

“ჩვენს კლინიკაში ამ ეტაპზე მძიმე პაციენტები აღარ გვყავს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ყველა ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

“4 ახალი შემთხვევიდან 1 არის საბურთალოს კლასტერიდან დადასტურებულ ინფიცირებულთან კონტაქტი, 3 კი სატვირთო ავტონობილის მძღოლია. ეს გახლავთ შემოტანილი შემთხვევები, ისინი არ არიან საქართველოს მოქალაქეები”, – აცხადებს ეზუგბაია.

მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე კლინიკაში მოთავსებული პაციენტების უმეტესობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

“ჩვენს ცენტრში ამ ეტაპზე 57 დადასტურებულად ინფიცირებულია მოთავსებული. 2 ახალი პაციენტი შემოგვემატა გუშინ. ისინი არიან მკურნალობაზე მყოფი ინფიცირებული ოჯახის წევრები, საბურთალოს კლასტერიდან. ორი პაციენტი გუშინ გამოჯანმრთელდა და დატოვა კლინიკა. მძიმე პაციენტები ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს. ძირითადად საშუალო სიმძიმის პაიენტები ჭარბობენ და მცირე რაოდენობით არიან მსუბუქი პაციენტები”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

magti 5g