LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: „ჩვენ, ალბათ, ის ზურიკო ვეღარ დაგვიბრუნდება… მეხის გავარდნა იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის…“

4493
ზურა და მანანა ბერიკაშვილი

მანანა ბერიკაშვილი ძმის, ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჟურნალ „სარკეს“ უყვება. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ზურა ბერიკაშვილს მოულოდნელად განუვითარდა ინფარქტი და როგორც მისი და აღნიშნავს, 15-20 წუთის განმავლობაში გული გაჩერებული იყო, რამაც ძალიან დიდი პრობლემები გამოიწვია. ზურა ბერიკაშვილს ჯერ საქართველოში მკურნალობდნენ, შემდეგ გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მართვითი სუნთქვის აპარატიდან მისი მოხსნა გახდა შესაძლებელი, შემდეგ ისევ საქართველოში დააბრუნეს, სადაც მკურნალობას განაგრძობს.

როგორც მანანა ბერიკაშვილი აღნიშნავს:

„პროგნოზი სახარბიელო არ არის. ჩვენ, ალბათ, ის ზურიკო ვეღარ დაგვიბრუნდება, მაგრამ გვაქვს იმედი ღვთის წყალობით. ზურიკოს მართლაც რომ ჭიანჭველისთვის არ დაუდგამს ფეხი. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საუკეთესო ბერიკაშვილია, ყველაზე მაგარი მთელ ჩვენს მოდგმაში. ალბათ, არ გაგვწირავს ღმერთი და ყველაფერი კარგად და ისე იქნება, როგორც საჭიროა.

გული აწუხებდა?

არა, არ აწუხებდა და არც რაიმე სანერვიულო ჰქონია. არც რაიმე წინაპირობა არსებობდა, რომ ასეთი რამ დაემართებოდა, მეხის გავარდნა იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის.

სპექტაკლზე იყო იმ დღეს… საერთოდ უთქმელია, შეიძლება, თავს კარგად ვერ გრძნობდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. წუწუნა არ იყო და არც თავის დაავადებაზე დაუჩივლია ოდესმე, ცხოვრობდა, როგორც ჩვეულებრივი, ჯანმრთელი ადამიანი…“

სრულ ინტერვიუს მანანა ბერიკაშვილთან გაეცნობით ჟურნალ „სარკის“ დღევანდელ ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g