მაღაზია B & B ACCEOSSORIES მომხმარებელს დიზაინერ ილონა ბარნაბიშვილის მიერ შექმნილ აქსესუარებს სთავაზობს. როგორც დიზაინერმა ” ფორტუნა პლუსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ ეტაპზე ახალ კოლექციას ამზადებს და ზაფხულში კიდევ ერთი მაღაზიის გახსნასაც გეგმავს.
მისივე ინფორმაციით, სამაჯურების შეძენა მსურველებს 20-100, საყურეების 20-35, ხოლო ყელსაბამების 50-100 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. გარდა ამისა ილონა ბარნაბიშვილის დიზაინით შექმნილ ბეჭდებისა და ბრელოკების ყიდვას კლინეტები 15-50 ლარად შეძლებენ.
”ყოველთვის ვანახლებ კოლექციას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ნატურალური ტყავისა და ქვების გამოყენება. ხარისხიან და გემოვნებიან პროდუქციას ვთავაზობ მომხმარებლებს”, – განაცხადა ბარნაბიშვილმა.
B & B ACCEOSSORIES თბილისი მოლის მეორე სართულზე მდებარეობს და ყოველდღე 10:30-დან 21:30 საათამდე მუშაობს.