მაღაზია ”Mango“ მომხმარებელს ახალ, შემოდგომა-ზამთრის, კოლექციას თავაზობს.
როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას მაღაზიის მენეჯერმა განაცხადა, ახალი კოლექცია საკმაოდ მრავალფეროვანია და ის ნებისმიერი ადამიანის გემოვნებას დააკმაყოფილებს.
”ახალ კოლექციაში შედის: კომბინიზონები, რომელთა ფასიც 129 ლარია, დიდი არჩევანია სვიტერებზე, გვაქვს სხვადასხვა ფერის თეთრი, შავი, კრემისფერი, მანტოები, რომელთა ფასიც 165 ლარიდან იწყება”, – აღნიშნა მენეჯერმა.
მისივე თქმით, მაღაზიაში კოლექციაში ხშირად ახლდება, ამიტომ “Mango”-ში მისულ მომხმარებელს თითქმის ყოველდღიურად შეუძლიათ იხილონ განახლებული მოდელები.
”Mango” ესპანური ბრენდია, მაღაზიას საქართველოში ამჟამად ორი ფილიალი აქვს: ”თბილისი მოლსა” და სავაჭრო ცენტრ ”ისთ პოინტში”.