LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი კვლევები არ აქვთ, არსებული დასკვნებით კი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა შეუძლებელია – საია

177
ჰესი 44

არსებობს საბჭოთა პერიოდში გაკეთებული დასკვნა, რომლის მიხედვითაც რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეიძლება , – ამის შესახებ საიას ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელმა ზაალ გორგიძემ „ფორტუნას“ გადაცემაში „კვირის თემა“  განაცხადა.

ზაალ გორგიძემ, რომელიც წელიწადზე მეტია, რიონის მცველების უფლებადამცველია, განმარტა, რა წერია დასკვნაში, რომელიც საბჭოთა პერიოდში დაიწერა და რატომ გადაწყვიტეს წლების წინ სპეციალისტებმა, რომ რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობა არ შეიძლება.

„არანაირი ახალი კვლევა რიონის ხეობასთან დაკავშირებით არ არსებობს, რამაც გამოიწვია რიონის მოსახლეობის პროტესტი. არსებობს მხოლოდ ძველი კვლევები. როდესაც საუბარი იყო ათეულობით წლების წინ საბჭოთა პერიოდში ჰესის მშენებლობაზე, მაშინ გაკეთებულია დასკვნა, რომ აღნიშნულ ხეობაში ჰესის მშენებლობა შეუძლებელია. 

ამას გარკვეული მკვლევარები ახლაც ადასტურებენ“. – ამბობს გორგიძე ნინი ხუგაშვილის გადაცემაში.

რუსეთში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა დახმარება შემოგვთავაზა, თუმცა უარი ვუთხარით – რიონის ხეობის გადარჩენისთვის მებრძოლი

მან ასევე განმარტა, რის საფუძველზე დაიდო ასეთი დასკვნა რიონის ხეობასთან დაკავშირებით.

„ხეობაში უამრავი კასრული მღვიმეა, რომლის გამოც ჰესის აშენება შეუძლებელია.

მეორე პრობლემაა, ქანები, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზეა. თუკი წყალი დაგუბდება და გაკეთდება ჰესი,  მთები დაიწყებს დაშლას, რაც თავისთავად გამოიწვევს უბედურებას.

რიონის ხეობაშია, ხვამლის მთა, რომელიც მეცნიერებისგან შეუსწავლელია, აქ არის სათაფლიის მღვიმე, პრომეთეს მღვიმე, რომელიც, რა თქმა უნდა, ერთმანეთთან დაკავშირებულია. ფაქტობრივად არსებობს დასკვნა, რომ თუკი „ნამახვანჰესი“ აშენდება ისე, როგორც სახელმწიფო ფიქრობს, ის რამდენიმე წელიწადში  გამოიწვევს დასავლეთ საქართველოს განადგურებას. განადგურდება ქალაქი ქუთაისი და როდესაც ჰესის მომხრეები საუბრობენ, უნდა აშენდეს ჰესი და ეს იქნება ენერგოდამოუკიდებლობაო, ეს უბრალოდ ზეპირსიტყვიერებაა.

ისინი არ ლაპარაკობენ დასკვნებით. დაიღუპება ასიათასობით ადამიანი, როდესაც ჰესი აშენდება.ისინი არ საუბრობენ საბჭოთა პერიოდში ჩატარებული კლევებით, სადაც პირდაპირ წერია, რომ ეს გამოიწვევს დასავლეთში კატასტროფას გამოიწვევს“, – ამბობს ზაალ გორგიძე გადაცემაში „კვირის თემა“.

მან ასევე განმარტა, რომ კვლევის ჩატარებას სჭირდება რამდენიმე წელი და მარტივი არაა. ამ ძველი კვლევის შემდეგ შეცვლილია რიონის ხეობა და ახალ კვლევას წლები სჭირდება.

„მათ სულ სხვა კვლევები აქვთ.  გადმოწერილი და დაკოპირებულია სხვა ჰესის დასკვნები და ფააქტობრივად ისეთი საკითხებია განხილული, მათ ე.წ. ვითომ კვლევაში, რომელიც საერთოდ არ ეხება რიონის ხეობას“. – განმარტა ზაალ გორგიძემ.

ვინ არის რუსეთიდან მოვლენილი ბიზნესმენი, რომელიც ბოჟაძის თქმით, „ნამახვანის“ საწინააღმდეგო აქციას აფინანსებს – რა ინფორმაციას ავრცელებს ანალიტიკოსი

მან ასევე აღნიშნა, რომ  2020 წლის 28 თებერვალს ეკონომიკის სამინისტრომ გამოსცა სრულიად უკანონო ბრძანება, რომლითან კომპანია ენკას მწვანე შუქი აუნთო.

„მინისტრის მიერ ბრძანების გამოცემას თავისი წესი აქვს, მით უფრო როდესაც ჰესის მშენებობას ეხება საქმე.

ჩვენ შევისწავლეთ საკითხი და დავინახეთ, რომ აბსოლუტურად დარღვეული აქვს სამინისტროს ბრძანების გაცემის წინაპირობები.

ჩვენ შევიტანეთ სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში,  მაგრამ თბილისის საქალაქო სამსახურს დღემდე არ დაუნიშნავს თუნდაც პირველი სასამართლო სხდომა. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს მთავრობის დავალებაა“, – ამბობს რიონის მცველების უფლებადამცველი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g