„ქართველ ხალხს უცხოეთში ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია“, – ასე მიმართა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეს, კონგრესმენ ჯო უილსონს.
აშშ-ში ჯო უილსონთან შეხვედრის კადრებს თავად შალვა ნათელაშვილი აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
„ქართველი ხალხი, რომელიც ბარიკადებზე დგას, თქვენთან უდიდეს მოკითხვებს გვაბარებს. უდიდეს მადლობას, იმისთვის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისთვის. ფაქტი ერთია, ქართველ ხალხს უცხოეთში ისეთი დიდი მეგობარი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, ათასწლოვანი ისტორიის მანძილზე არ ჰყოლია.
ამიტომ, დიქტატურის მოცილების შემდეგ, პირველი გადაწყვეტილება ახალი, ლეგიტიმური მთავრობის პირველი განკარგულება იქნება, თქვენთვის ეროვნული გმირის წოდების მინიჭება. ეს ქართველი ხალხის ნებაა“, – მიმართა შალვა ნათელაშვილმა ჯო უილსონს.
შეხვედრა საქართველოს მეგობარ კონგრესმენსშეხვედრა კონგრესმენ ჯო ვილსონთან Joe Wilson, გაუმარჯოს საქართველოს ნამდვილ მეგობარებს!
Posted by Shalva Natelashvili – შალვა ნათელაშვილი on ხუთშაბათი, 06 თებერვალი, 2025