LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი Mercedes-Benz E-Class-ის მართვა სმარტფონით იქნება შესაძლებელი

18

გერმანული ბლოგი MP Passion სოციალურ ქსელში აქვეყნებს ფოტომასალას, სადაც Mercedes-ის ახალი სედანის E-Class-ის ახალი თაობის ძარის დამზადებაა ასახული. ახალი მოდელი დეტროიტის ავტოშოუზე 2016 წელს წარსდგება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოთხკარიანი ავტომობილის ძარა მთლიანად იქნება შეცვლილი თანამედროვე მასალების გამოყენებით, რომლის საშუალებითაც ავტომობილის წონა 100კგ-ის შემცირდება. გარდა ამისა, E-Class-ის ახალ თაობა წარმოდგენილი იქნება „უნივერსალის“ „კუპის“ და „კაბრიოლეტის“ სახით. ამასთან ერთად, კიდევ ერთი E-Class-ის ავტომობილი იქნება დამზადებული, რომელშიც მონაწილეობას ყველასთვის კარგად ნაცნობი Maybach მიიღებს.

 

 

თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, გერმანული კომპანია ჯიპის ტიპის მოდიფიკაციითაც აპირებს E-Class-ის მოდელების გაზრდას და თუ საავტომობილო ექსპერტებს  დავუჯერებთ, ის კონკურენციას გაუწევს Audi A6 allroad-ს.

რამდენიმე ხნის წინვრცელდებოდა ხმები იმის შესახებ, რომ ახალ E-Class-ის ავტომობილებს ნახევრადავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნებოდა, რომელიც 96კმ/სთ სიჩქარეზე ჩაირთვებოდა ავტომატურად და შეძლებდა ავტომობილის მართვას. თუმცა, დღევანდელი მონაცემებით ავტომობილის სმარტფონით კონტროლირებადი ავტომატური გადაცემათა კოლოფი ექნება.

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ ხმაურდება. თუმცა, როგორც ჩანს გერმანელებს ძალიან სურთ შეინარჩუნონ ლიდერობა საავტომობილო ბაზარზე და ამისათვის ყველა ღონეს ხმარობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები