LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა აკრძალული იქნება – „თალიბანის“ პრესსპიკერი

1004
ტალიბან

ავღანეთში სიტუაცია სულ უფრო უმართავი ხდება. გასულ კვირას „თალიბანის“ პრესსპიკერმა „სიენენს“ უთხრა, რომ ავღანურ დაჯგუფებას ინკლუზიური მთავრობის ფორმირება სურს. მოგვიანებით, თალიბებმა ჰამიდ ყარზაისთან და აბდულა აბდულასთან მოლაპარაკებები გამართეს.

დღეს კი „სიენენი“ ადგილობრივ წყაროზე დაყრდნობით წერს,  „თალიბანმა“ ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი, ჰამიდ ყარზაი და ეროვნული შერიგების საბჭოს თავმჯდომარე, აბდულა აბდულა შინა პატიმრობაში მოაქცია.

ამერიკული ტელეკომპანიის ცნობით, თალიბებმა ჰამიდ ყარზაის და აბდულა აბდულას დაცვას იარაღი და ავტომობილები ჩამოართვეს.

იენს სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში ტერორისტური თავდასხმის საფრთხე იზრდება

პარალელურად ქვეყანაში წესები მკაცრდება, „თალიბების“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა,რომ  „თალიბანის“ ახალი მმართველობის პირობებში მუსიკა კვლავ აკრძალული იქნება“.

”ისლამი კრძალავს მუსიკას. ვიმედოვნებთ, რომ ადამიანებს არა ვაიძულებთ, არამედ დავარწმუნებთ, რომ არ გააკეთონ ის, რაც აკრძალულია,“- აღნიშნა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.

მუჯაჰიდმა ასევე განაცხადა, რომ ქალების უსაფრთხოების საკითხებზე შფოთვა “უსაფუძვლოა”.

მისი თქმით, ქალებს არ დაავალდებულებენ დარჩნენ სახლში, ან პირისახე ყოველთვის დაიფარონ. ამასთან, მისი განმარტებით, მოთხოვნა, რომ ქალს თან ახლდეს მამაკაცი, გავრცელდება მხოლოდ სამდღიანი ან უფრო ხანგრძლივი მოგზაურობისას.

მუჯაჰიდმა ორი დღის წინ ავღანელი ქალები გააფრთხილა, რომ დარჩნენ სახლში მანამ, სანამ არ შეიქმნება შესაბამისი სისტემები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენი ძალები, რომლებიც ახალბედები არიან და ჯერ კარგად გაწვრთნილები არ არიან, შეიძლება ქალებს ცუდად მოექცნენ”, – აღნიშნა მუჯაჰიდმა.

1990 -იან წლებში, „თალიბანის“ მმართველობის დროს მუსიკა, ტელევიზია და კინო მეტწილად მკაცრად იყო აკრძალული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g