LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იენს სტოლტენბერგი: ქაბულის აეროპორტში ტერორისტური თავდასხმის საფრთხე იზრდება

67
ქაბული

ქაბულის აეროპორტში ტერორისტული თავდასხმის საფრთხე ყოველ დღე იზრდება, აეროპორტს არა თეორიული, არამედ რეალური საფრთხე ემუქრება, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი Financial Times-თან ინტერვიუში.

„ერთი მხრივ, გვსურს, უფრო მეტი დრო გვქონდეს, რათა მაქსიმალური რაოდენობის ხალხი გავიყვანოთ. ამასთანავე, თუ 31 აგვისტოს შემდეგ დავრჩებით, განსაკუთრებით თუ არ გვექნება „თალიბანის“ სულ მცირე უსიტყვო თანხმობა, თავდასხმების რისკი გაიზრდება“, – აღნიშნა სტოლტენბერგმა.

ცნობისათვის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ავსტრალიის ხელისუფლებებმა მოქალაქეებს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მაღალი რისკის გამო, ქაბულის აეროპორტისა და მიმდინარე ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს.

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ავღანეთის ნებისმიერ მომავალ მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g