LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ავღანეთის ნებისმიერ მომავალ მთავრობას მოუწოდებენ, დაიცვას საერთაშორისო ვალდებულებები

45
1629830071-დიდი-შვიდეული

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა ავღანეთთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს.

განცხადების თანახმად, ავღანეთში მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა ექნება მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ “თალიბანი” პასუხისმგებელი იქნება ტერორიზმის პრევენციის მიმართულებით განხორციელებულ ქმედებებზე, ადამიანის განსაკუთრებით ქალების, გოგონების და უმცირესობების უფლებებზე და ავღანეთში ინკლუზიური პოლიტიკური გამოსავლის განხორციელებაზე. ნებისმიერი მომავალი მთავრობის ლეგიტიმურობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიდგომა აქვს მას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების მიმართ, რათა უზრუნველყოს ავღანეთის სტაბილურობა. ჩვენ ავღანეთის მხარეებთან დაკავშირებით არა მათი სიტყვების, არამედ მათი მოქმედებების მიხედვით ვიმსჯელებთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები პარტნიორებთან და ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებენ ტერორიზმთან ბრძოლას და ავღანეთის ნებისმიერ მომავალ მთავრობას მოუწოდებენ, რომ დაიცვას ავღანეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის ტერორიზმისგან დაცვა, ყველა ავღანელის უფლებების, განსაკუთრებით ქალების, ბავშვებისა და ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვა, ასევე – არ დაუშვას ნარკოტიკებით და ადამიანებით ვაჭრობა.

„დიდი შვიდეულის“ წევრების თქმით, ახლა უშუალო პრიორიტეტია ავღანეთიდან ადამიანების უსაფრთხო ევაკუაცია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g