LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა

31
037a73b7-38fe-4e67-b854-66b06b8da45b

მსოფლიო ბანკმა ავღანეთს ფინანსური დახმარება შეუჩერა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

მსოფლიო ბანკის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ფინანსური ორგანიზაცია შეშფოთებულია ავღანეთში არსებული ვითარებით და ქვეყნის განვითარებაზე მისი გავლენით, განსაკუთრებით ქალებისთვის.

„შევაჩერეთ დაფინანსება ავღანეთში ჩვენი ოპერაციებისთვის. ყურადღებით ვაკვირდებით და ვაფასებთ სიტუაციას ჩვენი შიდა პოლიტიკისა და პროცედურების შესაბამისად.

გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციას საერთაშორისო საზოგადოებასთან. ჩვენს პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ გზების გამონახვას იმისთვის, რომ გავაგრძელოთ რთულად მოპოვებული მიღწევების შენარჩუნება და ავღანელი ხალხის მხარდაჭერა,“- განაცხადა ბანკის პრესსპიკერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g