LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქუბარდია: „კობახიძის განცხადება სრული კატასტროფა იყო – დარწმუნებული ვარ, ფაშინიანი NATO-ზე ბევრად მეტს ილაპარაკებს – ეს აჩვენებს, რომ NATO-ში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ დღის წესრიგში არ არის“

156
თეონა აქუბარდია

„პრემიერ-მინისტრი NATO-ს გენერალურ მდივანთან ერთად წარდგა ისე, როგორც შეიძლება სომხეთის პრემიერ-მინისტრი წარმდგარიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ნიკოლ ფაშინიანი NATO-ზე ბევრად მეტს ილაპარაკებს – ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური დღის წესრიგში არ არის“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

აღნიშნულით მან NATO-ს გენერალური მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ

აღნიშნულით მან NATO-ს გენერალური მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, პრემიერ, ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა და თქვა, რომ ეს „სრულ კატასტროფა“ იყო.

„საქართველო ნატოს ერთ-ერთი ყველაზე ერთგული და საიმედო პარტნიორია“ – რა საკითხები განიხილეს იენს სტოლტენბერგმა და ირაკლი კობახიძემ

„ქვეყნის პრემიერი უნდა ასახავდეს მოსახლეობის 72%-ის ნებას NATO-ში წევრობასთან დაკავშირებით, მაგრამ დღეს წარდგა ისე, როგორც შეიძლება სომხეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება ყოფილიყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, ნიკოლ ფაშინიანი ბევრად მეტს ილაპარაკებს NATO-ზე, ვიდრე ილაპარაკა იმ ქვეყნის პრემიერმა, რომელსაც არა თუ NATO-ში წევრობის განაცხადი აქვს გაკეთებული, არამედ ბუქარესტის NATO-ს სამიტზე აქვს დაპირება მიღებული, რომ საქართველო NATO-ს წევრი გახდება.

ერთადერთი რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, იყო მადლობა ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, ილაპარაკა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო დღის წესრიგის აუცილებლობაზე, რაც უკრაინის ომიდან გამომდინარეობს და წერტილი! ერთადერთი, სამშვიდობო მისიებში ჩვენი როლი გაახსენდა. 

ირაკლი კობახიძეს არაფერი უთქვამს ბუქარესტის სამიტის დაპირებაზე და საქართველოს NATO-ში წინსვლის პოლიტიკური დღის წესრიგის აუცილებლობაზე. არაფერი უთქვამს NATO-ს ვაშინგტონის საიუბილეო სამიტზე და საქართველოს საკითხზე.

იენს სტოლტენბერგი: „შავი ზღვის უსაფრთხოება როგორც საქართველოსთვის, ასევე NATO-სთვის აქტუალური საკითხია“

არ უსაუბრია არც შავი ზღვის უსაფრთხოებაზე იმ ფონზე, როდესაც რუსეთი ოკუპირებულ ოჩამჩირეში მუდმივი სამხედრო ფლოტის განთავსებას აპირებს – ეს რომ საქართველოსთვის საფრთხეა, ამაზე NATO-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ დეკემბერში ვიზიტისას ილაპარაკა. არაფერი უთქვამს არც იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტებზე, რომელიც ჩვენ NATO-სთან 2015 წლიდან მოყოლებული გვაქვს.

ამ მოცემულობაში საქართველოსთან მიმართებით ბევრად მეტი აქცენტი NATO-ს გენერალურ მდივანს ჰქონდა – დაწყებული ბუქარესტის სამიტის დეკლარაციიდან, დამატებითი გაძლიერების ასპექტში თანამშრომლობით დამთავრებული“. – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები