კენიელმა ეკო-აქტივისტმა ტრუფენა მუტონიმ ბუნების მხარდასაჭერი უჩვეულო აქცია დაასრულა და თან რეკორდიც დაამყარა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
მუტონი ხეს მოეხვია კენიის ქალაქ ნიერიში, სამთავრობო კომპლექსის ტერიტორიაზე, და სამი დღის განმავლობაში არ მოშორებია. გარკვეული დრო მას თვალები ახვეული ჰქონდა, რათა ყურადღება მიექცია შშმ პირების პრობლემებისთვის, რომლებიც კლიმატის ცვლილებისგან განსაკუთრებით დაზარალდებიან. აქციის დროს ქალს თითქმის ჩაეძინა, თუმცა სპონსორებმა გააღვიძეს – მათ გადაიხადეს საფასური, რათა მიღწევა გინესის რეკორდების წიგნში შესულიყო.
შედეგად, ტრუფენამ საკუთარ წინა რეკორდი გააუმჯობესა – მანამდე ის ხეს 48 საათის განმავლობაში ეხუტებოდა. „ეს მშვიდობიანი პროტესტი მნიშვნელოვანია, რადგან ის ადამიანებს შორის ყველა განსხვავებას უმნიშვნელოს ხდის,“- განაცხადა აქტივისტმა.
ქალმა ასევე განმარტა თავისი სამოსის სიმბოლიკა: შავი ფერი აფრიკულ ძალასა და გამძლეობას ნიშნავს, მწვანე – ტყეების აღდგენასა და იმედს, წითელი – ადგილობრივი ხალხების წინააღმდეგობას, ხოლო ლურჯი – წყლის რესურსების დაცვას.