“ჩვენს კლინიკაში ახალი პაციენტები არ გვყავს”, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ხუთი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია და ისინი საკარანტინე სივრციდან არიან.
“ჩვენს ცენტრში უცვლელი სიტუაციაა, 33 დადასტურებული ინფიცირებული პაციენტი გვყავს, გამოჯანმრთელებული არ დაგვმატებია. 1 კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დღესაც სტაბილურია, თუმცა ჯერჯერობით პროგნოზზე საუბარი ნაადრევია. კლინიკაში მძიმე პაციენტები აღარ გვყავს”, – აცხადებს ეზუგბაია.
მარინა ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე ძირითადად საშუალო სიმძიმის პეციანტები მკურნალობენ.