LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი პროგრამა, რომელიც მეწარმეებს ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღებაში დაეხმარება

46

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA)-ის ხელშეწყობის ახალ პროგრამას, რომელიც მცირე და საშუალო მეწარმეებს  ლარში დაბალპროცენტიანი სესხის აღების მიმართულებით დაეხმარება, ევროკავშირი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი მარტის ბოლომდე მოაწერენ ხელს.

პროგრამა ასევე მოიცავს საგრანტო კომპონენტს 15 პროცენტს, რომელიც მთლიან სესხზე დამატებით გაიცემა. აღნიშნული საგრანტო კომპონენტი საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის 56 მილიონ ევროს შეადგენს.

სესხის მაქსიმალური თანხა, რომელიც მცირე და საშუალო კომპანიებმა შეიძლება მიიღონ, 3 მლნ ევრო იქნება.

ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების (DCFTA)-ის ხელშეწყობის ახალი პროგრამა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში იანოშ ჰერმანთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულ დირექტორთან ბრუნო ბალვანერასთან შეხვედაზე განიხილა.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ DCFTA-ის ხელშეწყობის პროგრამა საშუალებას მისცემს მცირე და საშუალო მეწარმეს აღნიშნული სესხის და გრანტის მეშვეობით მოახდინოს ადაპტაცია DCFTA-ის მოთხოვნებთან და შესაბამისად განავითაროს როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ისე ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება.

მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხს მიიღებს ადგილობრივი კომერციული ბანკების მეშვეობით. მათთან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი თანამშრომლობის შეთანხმებას გააფორმებს. რაც შეეხება საგრანტო კომპონენტს, მას კერძო სექტორი უშუალოდ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან მიიღებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები