2017-2018 სასწავლო წელს სკოლებში ახალი სახელმძღვანელოებით არ ისწავლიან. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თქმით, წელს დაიბეჭდება მხოლოდ ნიმუშები, რომელიც საყოველთაო განხილვის საგანი გახდება.
შინაარსს საჯაროდ განიხილავენ მასწავლებლები და დარგის სპეციალისტები, რათა სახელმძღვანელო არ იყოს შეუსაბამო გენდერულ, გარემოს დაცვის და სხვა ფუნდამენტურ ღირებულებებთან.