LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტში ინიცირებულია

119

საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის ასახვაც ახალმიღებულ კონსტიტუციაში იგეგმება, პარლამენტში ინიცირებულია.

ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, 116 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად – 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაშვებას, ”ბონუსების” სისტემის გაუქმებას, რწმენის თავისუფლებასთან დაკავშირებული მუხლის ჩასწორებასა და საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებებს არჩევნებთან დაკავშირებით.

უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ორი მოსმენით მიღებას 15 დეკემბრამდე გეგმავს.

პროექტს მესამე მოსმენით საგაზაფხულო სესიაზე მიიღებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g