LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი შტამი “ომიკრონი” 25-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

181
1

25 ოქტომბერს, სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი ვირუსის ახალი შტამი, “ომიკრონი” ამ დროისთვის მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გამოვლენილი. 

განახლებული მონაცემებით, CNN-ის ინფორმაციით, ახალი შტამი დადასტურებულია 25 ქვეყანაში.

კოვიდ-19-ის მუტირებული ვარიანტის შემთხვევები დაფიქსირდა აშშ-ის ხუთ შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკში.

ჯანდაცვის ექსპერტების განცხადებით, ყველა ინფიცირებულთან დაავადება მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობს.

“ომიკრონის” პირველი შემთხვევა ევროპაში 26 ნიემბერს, ბელგიაში გამოვლინდა. 

მას შემდეგ კი ქვეყნების რიცხვი თანდათან გაიზარდა. კერძოდ, ახალი შტამით დაავადების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა დიდ ბრიტანეთში.

“ომიკრონი” აღმოჩნდა ესპანეთში, ფინეთსა და საბერძნეთში.

მეცნიერები ახალი ვერსიის საშიშროებაზე მსჯელობენ – რა ვიცით Covid 19-ის მძიმედ მუტაციური, სამხრეთ აფრიკული შტამის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები