LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი სიტყვა სამშენებლო ტექნოლოგიებში – კომპანია „ერთი“ 10 წლის იუბილეს მრავალფუნქციური დანადგარით ხვდება

1013
ბექა გურგენიძე

კომპანია „ერთი“ 10 წლის იუბილეს განსაკუთრებული სიახლით აღნიშნავს – ინოვაციური დანადგარით, რომელიც სამშენებლო პროცესს კიდევ უფრო ზუსტს, ეფექტიანსა და უსაფრთხოს ხდის.  

ბექა გურგენიძე, კომპანიის „ერთი“ დამფუძნებელი:

კომპანია „ერთი“ 2016 წელს დავაფუძნეთ. ამ ფაქტს წინ უძღოდა ის, რომ უკრაინაში ვსწავლობდი და სამშენებლო სფეროში სადრენაჟე სისტემების მიმართულებით ვსაქმიანობდი. მაშინ ეს იქ სიახლე იყო და მხოლოდ ჩემს კომპანიას შეეძლო ამ სამუშაოების შესრულება. საქართველოში 2014 წელს დავბრუნდი და დავბრუნდი შემართებით, რომ ჩვენი ბაზრისთვისაც სიახლე შემეთავაზებინა. ამ მიზნით სხვადასხვა ქვეყანაში (ჩვენს რეგიონში, აზიასა თუ ევროპაში,) რამდენიმე სამშენებლო გამოფენას დავესწარი და ასე აღმოვაჩინე შპუნტისა და გიკენის ტექნოლოგიები. მათ სრულიად შემთხვევით მივაგენი გერმანიაში, როდესაც ჩემი დღევანდელი პარტნიორები გავიცანი (უკვე 10 წელია ვთანამშრომლობთ) და რომლებმაც შეგვასწავლეს ეს ტექნოლოგიები. სხვათა შორის, ისინი იმ დროს ევროპისთვისაც კი სიახლე იყო, იაპონიიდან იყო შეტანილი.

ამ ტექნოლოგიებს გამოყენების ფართო სპექტრი აქვს მთელ მსოფლიოში, კერძოდ, გამოიყენება ხიდების, პორტების მშენებლობაში, სამრეწველო მიმართულებით. საქართველოშიც ყველა ტიპის მომხმარებელი გვყავს, თუმცა უმეტესად მაინც დეველოპერები, თითქმის ყველა წამყვან დეველოპერულ კომპანიას უთანამშრომლია ჩვენთან.

ეს ტექნოლოგიები, ძირითადად, მიწისქვეშა სივრცეების მოსაწყობად გამოიყენება. ისინი ეხმარებიან მშენებლებს, საპროექტოებს დაპროექტებაში და შემდეგ უკვე ინჟინრებს შესრულებაში. თუ ადრე საპროექტოები მხოლოდ -1 სართულს აპროექტებდნენ პარკინგისთვის, აუზისთვის, ტექნიკური ოთახებისთვის, ჩვენ მიერ შეთავაზებული ტექნოლოგიით იმდენი მინუს სართულის დაპროექტებაა შესაძლებელი, რამდენსაც დამკვეთი მოისურვებს. გარდა ამისა, ჩვენი ტექნოლოგია ირგვლივ შენობებს დაზიანებისგან იცავს. ვთქვათ, თუ მიწის მფლობელს აქვს 2000-3000 კვ.მ, შეუძლია ამ სივრცის თავის წითელ ხაზებში მთლიანად ათვისება. სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, წითელ ხაზებს გარეთ თავსდება ჩვენი ხიმინჯები, შენობის დასრულების შემდეგ ხიმინჯები ფუნქციას კარგავს, შესაბამისად, მათ ვიღებთ და აქვე აღვნიშნავ, რომ ისინი მრავალჯერადი გამოყენებისაა, რაც მათ აიაფებს. ამიტომაცაა ჩვენს მომსახურებაზე მოთხოვნა დიდი – ფასი დაბალია, ხარისხი მაღალი და დროში ვჯობნით სხვა არსებულ მეთოდს. ანუ ცნობილი ფრაზა „იაფად, სწრაფად, ხარისხიანად“ თურმე მითი არ ყოფილა, ნამდვილად შესაძლებელია საქმის ასე კეთება.

ჩვენი მომსახურებით უსარგებლიათ მთელი ქვეყნის მასშტაბით – თბილისში, ბათუმში, ფოთში, ქობულეთში, ქუთაისში, მონაწილეობა მივიღეთ წალკის კანიონის პროექტის განხორციელებაშიც.

ჩვენ შეგვიძლია ვმართოთ სრული პროცესი სამშენებლო სამუშაოებისა – მასალების შეძენით დაწყებული, მიწოდებით გაგრძელებული, მონტაჟით და დემონტაჟით დამთავრებული. რაც შეეხება ლითონის ხიმინჯებს და მათ მოწყობას, გვაქვს სრული კომპლექსური სერვისი.

და ბოლოს, იმ სიახლის შესახებ, რომლითაც 10 წლის იუბილეს შევხვდით – შევქმნით დანადგარი, იაპონური დანადგარის საფუძველზე, რომელიც, ხმაურისა და ვიბრაციის გარეშე, ლითონის ხიმინჯებს 30 მეტრამდე ათავსებს ნიადაგში, არის ჰიბრიდული – მუშაობს დიზელზეც და დენზეც და იაპონური დანადგარისგან განსხვავებით, მრავალფუნქციურია. ეს დანადგარი ჩვენს სფეროში გრანდიოზული მიღწევაა, დაახლოებით ისეთი, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი რომ გახდეს. ამ დანადგარს თავდაპირველად ჩვენს ბაზარზე გამოვიყენებთ და როგორც კი დავრწმუნდებით, რომ არაფრით ჩამოუვარდება იაპონურ ტექნიკას, მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავყიდით.

magti 5g