LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება“ – მერიის ცნობით, „თბილსერვის ჯგუფის“ ავტოპარკს 18 ერთეული სპეცმანქანა შეემატა

151
ახალი სპეცტექნიკა

თბილისის მერიის ინფორმაციით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სპეცტექნიკის განახლება გრძელდება და ამ ეტაპზე ავტოპარკს 18 ერთეული მანქანა შეემატა.

მერიის ცნობით, ახალი ტექნიკა, როგორც დასუფთავების, ისე, სანიაღვრე ქსელებისა და საგზაო მონიშვნების მიმართულებით გამოიყენება.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სპეცმანქანები „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ დაათვალიერა.

„აქტიურად ვაგრძელებთ ავტოპარკის განახლებას, იმისათვის, რომ დედაქალაქში ჩვენი მომსახურება და საქმიანობა ყველა მიმართულებით გაუმჯობესდეს. 18 ერთეული სპეცმანქანა გადანაწილებულია დასუფთავების, სანიაღვრე ქსელების, საგზაო მონიშვნებისა და ქონების მართვის სამსახურებზე. წლის ბოლომდე ეტაპობრივად კიდევ 80-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკა მოგვეწოდება“. – აღნიშნა დავით ფაჩულიამ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, 18 ერთეული სპეცმანქანის შეძენისთვის „თბილსერვის ჯგუფის“ ბიუჯეტიდან 3 405 949 ლარი გამოიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g