LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ტრენდი: ტატუ ნიშნობის ბეჭდის ნაცვლად

438

ახალგაზრდების უმეტესობა სულ უფრო ხშირად ამბობს უარს საიუველირო ნიშნობის ბეჭედზე და უპირატესობას ტატუს ანიჭებს. ისინი თითზე სხვადასხვა სიმბოლოს იტვიფრავენ და ამ გზით სიყვარულს გამოხატავენ.

აღნიშნული ტრენდის ერთ-ერთი „ფუძემდებელი“ დევიდ ბექჰემია, რომელიც ნიშნობის ბეჭდის ადგილას ტატუთი საზოგადოებაში შარშან გამოჩნდა და ნიუ-იორკის მაღალი მოდის კვირეულზე მეუღლისადმი თანადგომა სწორედ ასე გამოხატა.

„ინსტაგრამი“ კი სრულიად მოიცვა მსგავსი შინაარსის ფოტოებმა:  პარტნიორები ერთმანეთის მიმართ სიყვარულს გამოხატავენ სხვადასხვა სიმბოლოებისა და ნახატების საშუალებით – დაწყებული რომაული ციფრებით, დამთავრებული საყვარელი ადამიანის ინიციალებით.

არსებობს მოსაზრება, რომ ტრადიციული ნიშნობის ბეჭედი ძველი დროის გადმონაშთია, ისევე, როგორც საქორწინო კაბები და მათ სულ უფრო ნაკლენბი ადამიანი მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები