LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ახალი წლიდან ხელფასი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ტექნიკურ პერსონალს“ – განათლების მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკა წარადგინა

207
გიორგი ამილახვარი

განათლებისა და და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ზოგადი განათლების საფეხურზე მიმდინარე რეფორმის პრეზენტაცია გამართა.

დღეს გამართულ ღონისძიებაზე მინისტრმა პედაგოგთა ახალი სახელფასო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება და სახელფასო პოლიტიკა გაიმიჯნება და ერთმანეთზე აღარ იქნება მიბმული.

განათლების მინისტრი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს“

„ეს გახლავთ ერთ წელიწადში ხელფასების საშუალო მაჩვენებლის დაახლოებით 35%-იანი მატება, რაც მასწავლებელთა კორპუსში მრავალი წელია არ განხორციელებულა.“

გიორგი ამილახვრის თქმით, 160 მილიონი ლარი მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდას მოხმარდება.

უფრო ზუსტად კი, 2024 წლის პირველი ივლისიდან სრული დატვირთვის პირობებში, მასწავლებლების ხელფასი, სტატუსის მიუხედავად, საშუალოდ 500 ლარით და მეტით გაიზრდება.

ამილახვარი: „საშინაო და საკლასო დავალებების სავალდებულოობა გავაუქმეთ – ეს არის მასწავლებლების მრავალი წლის მოთხოვნა, რომელსაც ვუპასუხეთ და მეტი აკადემიური თავისუფლება მივეცით“

საშუალოდ 500 ლარითა და მეტით ანაზღაურების ზრდა მასწავლებელთა კორპუსის 70%-ს შეეხება. გიორგი ამილახვრის განცხადებით, 2024 წლიდან ხელფასის 10%-იანი მატება შეეხება სკოლის ადმინისტრაციას, ხოლო ტექნიკურ პერსონალს ანაზღაურება 10-იდან 50%-მდე გაეზრდება.

ამილახვარი: „სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე არაკვალიფიციურია ან პოლიტიკურად ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული“

პოპულალურები