LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი წლის ღამეს თოვლია მოსალოდნელი

თოვლიიი

ახალი წლის ღამეს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში თოვაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თოვლს 31 დეკემბრის ღამეს და 1-ელ იანვარს, დღის მეორე ნახევარში უნდა ველოდოთ. სინოპტიკოსების განცხადებით, 29-31 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 4-9 გრადუსი იქნება და თითქმის იგივე ტემპერატურა შენარჩუნდება აღმოსავლეთ საქართველოშიც.

„31 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში თბილისში შესაძლოა, მოიღრუბლოს და მაქსიმალურმა ტემპერატურამ 5-7 გრადუსს მიაღწიოს. დღის საათებში იქნება მცირე წვიმა. 30-31 დეკემბერსა და 1-ელ იანვარს, ღამით მოსალოდნელია დაახლოებით -3-დან 1 გრადუსამდე ყინვა. 31 დეკემბერს ღამით, 00:00 საათზე შესაძლებელია, თბილისში თოვა დაიწყოს,“ – აღნიშნეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g