მომღერალი გიორგი უშიკიშვილი ახალი წლის შეხვედრას რუსთაველის გამზირზე გეგმავს.
მომღერლის საახალწლო მილოცვას „ტვ პირველის“ გადაცემა „შუადღე Live“ ავრცელებს:
„ახალი წლის შეხვედრას ვაპირებ რუსთაველზე, იმედი მაქვს, 12 საათზე მრავალჟამიერსაც ვიმღერებ ხალხთან ერთად. დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი შეხვდება იქ ახალ წერს.
რა თქმა უნდა, 2025 წლის სურვილია, არის ეს საშინელი პოლარიზება დამთავრდეს, მინდა მეტი სიყვარული და ერთობა იყოს.
2025 წელს ვისურვებ ახალ არჩევნებს და ჩემი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, ეს არის ჩემი ყველაზე დიდი სურვილი“