ახალქალაქში, ერთ-ერთ მიტოვებულ შენობაში ახალგაზრდა ბიჭი ჩამომხრჩვალი ნახეს. გარდაცვლილი სოფელ კუმურდოს მკვიდრია, რომელსაც ორი დღე ეძებდნენ.
ადგილობრივი მედია – jnews.ge გარდაცვლილის ახლობლებზე დაყრდნობით წერს, რომ ბიჭმა კაზინოში თანხა წააგო, რაც შესაძლოა, თვითმკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.
შსს-მ გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.