ახალქალაქში ხანძარს ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა.
საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლის გაჩენის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, მეორე კი თბილისში, დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, ხანძარი ახალქალაქის ყოფილ პირველ სამხედრო ქალაქში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეოთხე სართულზე არსებულ ბინაში გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ ეტაპზე უცნობია.
„ფორტუნა“ დამატებითი დეტალების გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.
